სპალეტი ზაფხულში კამბიაზოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანდრეა კამბიაზოს იუვენტუსიდან წასვლა გამორიცხული არ არის.
Tuttosport-ის ცნობით, გუნდი იტალიელი ფეხბურთელის არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ლუჩიანო სპალეტი მის ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
Tuttosport-ის ცნობით, ანრეას მიმართ ინტერესს მილანი, ასევე რამდენიმე ინგლისური და ესპანური გუნდი იჩენს. იუვენტუსს იტალიელის სანაცვლოდ მინიმუმ 45-50 მილიონის მიღება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
