იტალია გუარდიოლას კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალია ახალი მწვრთნელის პოზიციაზე პეპ გუარდიოლას სერიოზულად განიხილავს.
წყაროს ინფორმაციით, ლეგენდარულ მწვრთნელს საკლუბო კარიერის დასრულება და ერთ-ერთი ნაკრების ჩაბარება სურს, შესაბამისი პროექტისა და გარანტიების შემთხვევაში ის იტალიაში დაბრუნებისა და აძურის სათავეში ჩადგომის წინააღმდეგი არ იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, პრობლემა გუარდიოლას მაღალი ხელფასია, რომლის დასაფარად ფედერაციას სპონსორების დახმარება დასჭირდება, თუმცა ეს გამორიცხული არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
