ევერტონი ჟეგროვას იჯარით გაფორმებას ეცდება
ბრიტანული მედიის ცნობით, ევერტონი სეზონის ბოლოს იუვენტუსის გარემარბის ედონ ჟეგროვას გაფორმებას ეცდება.
SportWitness-ის ცნობით, ინგლისელები კოსოვოელის 1-წლიანი იჯარით დამატებას ეცდებიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ინფორმაციით, იუვე ჟეგროვას იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ გახლავთ, თუ შემდგომში მისი 20-25 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
ევერტონს ჟეგროვას ტრანსფერში კონკურენციას რამდენიმე თურქული, ფრანგული და ინგლისური გუნდი გაუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
