TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი კალულუს თაობაზე დანებებას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, პიერ კალულუ ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება.

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის უარის მიუხედავად, წითელი ეშმაკები ტურინელებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ და მზად არიან, ფრანგის გასაფორმებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელონ.

იუვენტუსი თავის მხრივ პიერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა. ტურინული გრანდი ფეხბურთელის 2030 წლამდე შენარჩუნებას გეგმავს და მზად არის, მისი გასამრჯელო 2.4 მილიონიდან 4 მილიონამდე გაზარდოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !