TuttoJuve

Juve per sempre sarà

შტუტგარტი სტილერის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსს შტუტგარტის გამთამაშებელის ანჯელო სტილერის გაფორმება დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ გუნდს მისი გამოსყიდვა 36.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, თუმცა შტუტგარტს ამ პუნქტის გაუქმება ფეხბურთელისთვის 2 მილიონი ევროს გადახდით შეუძლია და გერმანელები მის გამოყენებას აპირებენ.

დი ნატალეს ცნობით, შტუტგარტი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, 50 მილიონ ევროს ითხოვს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !