იუვენტუსი ლევანდოვსკის აგენტთან კიდევ ერთ შეხვედრას მიმდინარე კვირაში გამართავს
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს კიდევ ერთხელ მიმდინარე კვირას შეხვდებიან და პირადი კონტრაქტის დეტალების შთანხმებას ეცდებიან.
ლევანდოვსკი ბარსელონასთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე ვერ თანხმდება და ის დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
