კონსეისაუ:“ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო“
შიკო კონსეისაუმ მილანთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ მატჩის შედეგით კმაყოფილები არ ვართ. ჩვენ მილანში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოვედით, მოედანზე ერთადერთი გუნდი, რომელიც გამარჯვებას ცდილობდა სწორედ იუვენტუსი იყო. სამწუხაროდ, შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ახლა დარჩენილ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.
„ჩემი პროგრესი ? მე თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ გუნდს ვეხმარები, თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგრესი სრულიად გუნდმა აჩვენა. მე ვცდილობ გავაკეთო ის, რასაც ჩემგან მწვრთნელი მოითხოვს, ჩემი მოვალეობა მეტი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთებაა, მაგრამ მე გუნდის დახმარება მაშინაც შემიძლია, როდესაც ბურთი არ მაქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
