სპალეტი:“ ჩვენ წნეხსა და პასუხისმგებლობას არ უნდა გავურბოდეთ“
ლუჩიანო სპალეტიმ მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„შესანიშნავი ატმოსფერო ? დიახ, ეს ძალიან ლამაზი და კარგი სანახავია. იგრძნობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება წინ.
„ჩემპიონთა ლიგის საგზური ? ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა ბოლო წამამდე გაგრძელდება. ჩვენ უკან გუნდები თითოეული ქულისთვის იბრძოლებენ და მათ არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ. ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ ასეთ წნეხსა და პასუხისმგებლობას არ გავურბივათ. ჩვენ დღეს აქ ჩამოვედით და გვინდა ჩვენი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიტუაციაზე კონტროლი არ უნდა დავკარგოთ.
„ილდისი ? მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ ახლა ის კარგად არის და ნებისმიერ მომენტში თამაშში ჩართვა შეუძლია.
„დევიდი ? ის ძალიან განვითარდა, განსაკუთრებით ურთიერთობის მხრივ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სივრცეებზე, დუელებზე, ტაქტიკაზე, თუმცა გვავიწყდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობა და გუნდთან საერთო ენის გამონახვა. დევიდი ყველას მოსწონს, მას კი თანაგუნდელებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს, ხოლო როდესაც ადამიანებს შორის ასეთი კავშირია, მათ ფეხბურთის თამაში უმარტივდებათ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
