კიმი დაცვაში სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტია
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში კიმ მინ-ჯეს ხილვა სურს.
წყაროს ცნობით, ის ბრემერის შემცვლელად არ მოიაზრება, იუვენტუსი კორეელის გაფორმებას იმის მიუხედავად ეცდება, დატოვებს თუ არა გუნდს ბრაზილიელი.
გამოცემის ინფორმაციით, კიმ მინ-ჯეს გასაფორმებლად იუვენტუსს პირველ რიგში ფედერიკო გატის გაყიდვა მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
