იუვენტუსს სეზონის დასრულებამდე ბრემერთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს
იუვენტუსი გლეისონ ბრემერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის ბრაზილიელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, ამიტომ ტურინული გრანდი ბრემერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეცდება, რომელშიც მისი გამოსასყიდი პუნქტი მითითებული აღარ იქნება.
შეგახსენებთ, ბრემერის კონტრაქტის მიხედვით, ბრაზილიელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს ნებისმიერ გუნდს 54 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
