ლორენტე:“ იუვენტუსს ლევანდოვსკი სჭირდება“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო ლორენტემ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მილანი – იუვენტუსი ? მე ძალიან სანახაობრივ და საინტერესო მატჩს ველოდები. ვფიქრობ, შეხვედრა იუვენტუსის სასარგებლოდ, 0-1 დასრულდება, გამარჯვების გოლს კი კონსეისაუ გაიტანს.
„გორეცკას პოტენციური ტრანსფერი მილანში ან იუვენტუსში ? ვფიქრობ, ის მილანს უფრო გამოადგება, იუვენტუსმა კი აქცენტი სილვაზე უნდა გააკეთოს.
„ლევანდოვსკი ? იუვენტუსს სჭირდება ფორვარდი, რომელიც სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანის გარანტიას მისცემს, ლევანდოვსკი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, მასთან ერთად მე ვლაჰოვიჩს შევინარჩუნებდი.
„ილდისი ლეაუს წინააღმდეგ ? კენანი უნიჭიერესი ფეხბურთელია და ძალიან მალე ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, ლეაუს გაცილებით მეტი შეუძლია, მისი პრობლემა არასტაბილურობაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
