კიელინი:“ სპალეტი შესანიშნავი არჩევანი იყო, ილდისი გუნდის პროექტის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სპალეტი ? ის შესანიშნავი მწვრთნელია და პირველივე წამიდან ვიცოდი, რომ ჩვენ ზუსტად ლუჩიანო გვჭირდებოდა. მან გუნდის რესურსის სრულად გამოყენება კარგად იცის, ესმის, თუ როდის უნდა გაზარდოს წნეხი და პასუხისმგებლობა გუნდზე და როდის შეამციროს ის, ეს მხოლოდ დიდებულ მწვრთნელებს ახასიათებთ. ვფიქრობ, გუნდს წარმატებისთვის პირველ რიგში არა კარგი ფეხბურთელები, არამედ კარგი, პასუხისმგებლობით და მოტივაციით სავსე ადამიანები სჭირდება და საბედნიეროდ იუვენტუსს ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.
„იბრა ? მე მას ყოველთვის უმაღლესი დონის ფეხბურთელად მივიჩნევდი. ზლატანმა ოქროს ბურთი ვერ მოიგო, რადგან მას არ გაუმართლა და მესი-რონალდუს ეპოქაში მოუწია თამაში, რომლებიც საუკუნის ტალანტები არიან. ყველამ იცის, თუ რამდენად ძლიერი იყო იბრა და რამდენად დიდი სხვაობის შექმნა შეეძლო მოედანზე. მართალია ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში კონკურენტები ვიყავით, მაგრამ ჩემსა და იბრას შორის ყოველთვის მეგობრული, პატივისცემით სავსე ურთიერთობა იყო. მიხარია, რომ ის ფეხბურთში რჩება.
„მილანი ? მათ კარგი სეზონი აქვთ. ალეგრი თავიდანვე ამბობდა, რომ გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო და ისინი ამ მიზნის მიღწევასთან ახლოს არიან. ინტერს რომ რამდენიმე ქულა დაეკარგა, მილანი ჯერ კიდევ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იქნებოდა.
„ილდისი ? კენანი ჯერ კიდევ NextGen-იდან მახსოვს, ის ყოველთვის ახერხებდა, სრულიად გუნდის დონე აემაღლებინა. კენანი ბოლო 2 წელიწადში წარმოუდგენლად განვითარდა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი არ არის და დარწმუნბული ვარ, 2 წლის შემდეგ ის კიდევ უფრო მაღალი, მსოფლიო დონის ფეხბურთელი იქნება. ის ჩვენი პროექტის წამყვანი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
