იუვე სილვას პასუხის მოლოდინშია
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი ბერნარდო სილვას საბოლოო პასუხის მოლოდინშია.
წყაროს ცნობით, თუ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, ის ტურინულ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 8 მილიონი იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
მოსალოდნელია, რომ სილვა საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის ბოლომდე მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
