კალულუ სპალეტისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში პიერ კალულუს გაყიდვას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფრანგი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ის იუვენტუსში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი ხელფასი 2.4 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდება.
სკირას თქმით, ლუჩიანო სპალეტი კალულუს გუნდის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს და მისი გაყიდვა არ განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
