ლიდსი ოპენდას იჯარით გაფორმებას ეცდება
ლიდს იუნაიტედი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის შემტევის ლოი ოპენდას გაფორმებას ეცდება.
იუვენტუსმა ბელგიელი ფორვარდი 43 მილიონ ევროდ გამოისყიდა, თუმცა ის გუნდის გეგმებში არ შედის და ოპენდა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
წარუმატებელი სეზონის შემდეგ, იუვენტუსს ოპენდას სანაცვლოდ გადახდილი თანხის ამოღება გაუჭირდება, ფინანსური ზარალის თავიდან ასარიდებლად კი ყველაზე რეალური ვარიანტი მისი იჯარით გაშვებაა.
ინგლისური გამოცემა SportWitness-ის ცნობით, ოპენდას ტრანსფერით ლიდსი ინტერესდება. მას კონკურენციას ლანსი და მარსელი გაუწევენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
