იუვენტუსსა და კოლო მუანის შორის მოლაპარაკებები გრძელდება
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის აგენტთან კონტაქტს ინარჩუნებს და ის ზაფხულში გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
ფრანგი ფორვარდი სეზონის ბოლოს ტოტენჰემს დატოვებს და პსჟ-ში დაბრუნდება, მისი პრიორიტეტი შემდგომში იუვენტუსის რიგებში გადაბარგებაა.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს კონკურენციას ლივერპული გაუწევს და მასთან იუვეს ფინანსურად კონკურენციის გაწევა გაუჭირდება, მაგრამ კოლოს ბიანკონერის რიგებში დაბრუნება სურს, რამაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
