TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე მორატას ტრანსფერში კოსტიჩის ან კინის გამოყენებას გეგმავს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ატლეტიკოს ფორვარდის ალვარო მორატას მიმართ სერიოზულია.

ესპანელი ფორვარდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 12 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა იუვენტუსს ამ თანხის გადახდა არ სურს და ატლეტიკოსთვის ბარტერის შეთავაზებას აპირებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ესპანელებს მოიზე კინს ან ფილიპ კოსტიჩს შესთავაზებს, რომლებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებენ.

მორატას მიმართ ინტერესს მილანი, რომა, გალათასარაი და ფენერბაჰჩეც იჩენენ, თუმცა ალვაროს პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა.