პრანდელი:“ იუვემ ვლაჰოვიჩი უნდა შეინარჩუნოს და სილვა გაიფორმოს“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ტურინულ გრანდზეც ისაუბრა.
„ლევანდოვსკი და ბერნარდო სილვა იუვეში ? თუ იუვენტუსს არჩევანის გაკეთება უწევს, მე ფსონს პორტუგალიელზე გავაკეთებდი. ტურინელებს ერთი შესანიშნავი ფორვარდი უკვე ჰყავთ, ეს დუშან ვლაჰოვიჩია. მე მისი გაწვრთნის შესაძლებლობა მქონდა და ვიცი, რომ სერბს სეზონში 25-30 გოლის გატანა შეუძლია. სპალეტი არის ის მწვრთნელი, რომლის ხელში ვლაჰოვიჩი პოტენციალის პიკს მიაღწევს.
„ვფიქრობ, იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. სპალეტის, ილდისის, მაკკენისა და ლოკატელის შემდეგ, იუვემ სერბი უნდა შეინარჩუნოს. მართალია მას ტრავმების გამო რთული სეზონი აქვს, მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია, იუვენტუსს დიდი ხანი ემსახუროს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
