რეალი ილდისის ტრანსფერით ინტერესდება
ესპანური მედიის ინფორმაციით, რეალი იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის ტრანსფერით ინტერესდება.
გამოცემა Elgodigital-ის ცნობით, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზაფხულში გუნდის შეტევის მნიშვნელოვნად გადახალისებას გეგმავს და მისი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ილდისია.
იუვენტუსი თავის მხრივ ილდისს ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებს, კენანი გუნდის პროექტის ცენტრალური ფიგურაა და ამ მომენტისთვის მისი გაყიდვა არც კი განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
