იუვე ბაიდოს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
ლანსის მცველი სამსონ ბაიდო ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება.
22 წლის ავსტრიელი ფრანგული გუნდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მან არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ინტერესი დაიმსახურა.
იუვენტუსს ბაიდოს აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ის პარალელურად ხეფრენ ტურამისა და ჟერემი ბოგას ინტერესებს იცავს, რაც მხარეებს მოლაპარაკებებს გაუმარტივებს.
ლანსი ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს, თუმცა ფრანგები ლოი ოპენდას ტრანსფერით ინტერესდებიან და არ არის გამორიცხული, იუვემ ბელგიელის ჩართვა სცადოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
