TuttoJuve

Juve per sempre sarà

ალისონს სპალეტის გუნდში თამაში უნდა

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ალისონის იუვენტუსში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის არაერთი პოზიტიური საუბარი გაიმართა. ბრაზილიელი კარის დარაჯი სპალეტის რომაში თამაშის დროიდან კარგად იცნობს და მის გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

ლივერპული ალისონის გაყიდვას დაახლოებით 15 მილიონად გეგმავს, რისი გადახდაც იუვენტუსისთვის პრობლემა არ იქნება. მთავარი დაბრკოლება ახლა ბრაზილიელის მაღალი ხელფასი – 8 მილიონი ევროა. მას იუვენტუსში გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის 3.5-4 მილიონამდე შემცირება მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !