სპალეტის კოპმეიენრსის სანაცვლოდ ედერსონის გაფორმება სურს
იუვენტუსი ზაფხულში ტეუნ კოპმეიენრსის გაყიდვას ეცდება და ტურინულ გრანდს მისი პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის, ის სულ უფრო ცოტა სათამაშო დროს იღებს და იუვენტუსს იმედი აქვს, ზაფხულში მის 30-35 მილიონად გაყიდვას შეძლებს.
Tuttosport-ის ცნობით, კოპმეინერსის გაყიდვის შემთხვევაში ლუჩიანო სპალეტის პრიორიტეტი ატალანტას ედერსონის გაფორმება იქნება. ამის გარდა, იუვენტუსი კესის, გორეცკასა და ანგისას კანდიდატურებს განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
