კამბიაზოს ტრანსფერით არსენალიც ინტერესდება
ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერით კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება.
Gazzetta dello Sport-ს ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება არსენალს სურს.
წყაროს ცნობით, ლონდონური გუნდის რიგებში კამბიაზოს ხილვა პირადად მიკელ არტეტას სურს. იუვენტუსი იტალიელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
