მუჰარემოვიჩს კარიერის ინტერში გაგრძელება უნდა
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტარიკ მუჰარემოვიჩს ზაფხულში ინტერში გადასვლა უნდა.
იუვენტუსის აკდემიის აღზრდილი მცველის მიმართ ინტერესს ტურინული გრანდიც იჩენს, მაგრამ წყაროს ცნობით, ბოსნიელს კარიერის ინტერში გაგრძელება სურს.
სასუოლო მუჰარემოვიჩის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს, საიდანაც 50 პროცენტს იუვენტუსი მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
