ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები შეჩერებულია, მილანი სერბის გაფორმებას ცდილობს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ეკონომიკურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ დროებით მოლაპარაკებები შეჩერებულია და მხარეები საუბარს სეზონის მიწურულს განახლებენ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსთან შექმნილი პრობლემების ფონზე, ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები განაახლა მილანმა. როსონერის რიგებში სერბის ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს და ლომბარდიელებს მისი უფასოდ გაფორმების იმედი აქვთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
