ოფიციალურად: სილვა სიტის ტოვებს
მანჩესტერ სიტიმ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბერნარდო სილვა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ქალაქელებთან ზაფხულში იწურება და მან გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა.
სილვას უფასოდ გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა, ამერიკულმა და არაბულმა გუნდმა გამოთქვა. იუვენტუსი მის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს, სილვა ნახევარდაცვაში ტურინული გრანდის პრიორიტეტული სამიზნეა.
Manchester City can confirm Bernardo Silva will leave the Club this summer.
— Manchester City (@ManCity) April 16, 2026
🔗 https://t.co/XqZqQz2q7l pic.twitter.com/C0xjzWjV5f
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
