რენი ოპენდას ტრანსფერით ინტერესდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანგული რენი იუვენტუსის შემტევის ლოი ოპენდას ტრანსფერით ინტერესდება.
26 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და იუვენტუსს მისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაწყებული აქვს.
წყაროს ცნობით, რენი ოპენდას იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. რენის გარდა, ოპენდას მიმართ ინტერესი მისმა ყოფილმა გუნდმა ლანსმა დააფიქსირა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
