სპალეტის მიზანი 5-6 ტრანსფერი და სკუდეტოსთვის ბრძოლაა
როგორც დამიენ კომოლიმ აღნიშნა, იუვენტუსი ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრაზე აქტიორბას გეგმავს და ეს არც იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს.
რომეო აგრესტის ინფორმაციით, სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობისგან გარანტიები მიიღო, რომ იუვენტუსი მინიმუმ 5-6 მაღალი დონის ტრანსფერს განახორციელებს.
წყაროს ინფორმაციით, სპალეტი მომდევნო სეზონში კლასიკური 4-3-3 სქემით თამაშს გეგმავს და შესაბამისი ფეხბურთელების გაფორმება სურს, რომლებიც მომდევნო სეზონში გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაეხმარებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
