TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ფინანსური Fair Play-ს დასაცავად 30 ივნისამდე 30 მილიონის გამომუშავება მოუწევს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს 30 ივნისამდე ტრანსფერებიდან 30 მილიონი ევროს გამომუშავება მოუწევს.

30 ივნისს ნიონში UEFA-ს ყოველწლიური კრება გაიმართება და იქამდე ტურინულ გრანდს ფინანსური Fair Play-ს დასაცავად 30 მილიონის მიღება მართებს.

წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა გაყიდვაც სწრაფად არის შესაძლებელი ასე გამოიყურება: ფედერიკო გატი, ლოიდ კელი, ფაბიო მირეტი და ხუან კაბალი.

იუვენტუსი ფინანსური Fair Play-ს დააკმაყოფილებს, თუ ატლეტიკო ნიკო გონსალესს ან ასტონ ვილა დუგლას ლუისს გამოისყიდის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !