TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კამავინგას ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად პოტენციური სამიზნეების ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რეალის ედუარდო კამავინგა იქნება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, რეალი 23 წლის ფრანგის ხშირი ტრავმების გამო უკმაყოფილოა და ზაფხულში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, რეალის დატოვებაზე უარს არც კამავინგა იტყვის, მას ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც ძირითად შემადგენლობაში თავს დაიმკვიდრებს და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს.

კამავინგას ფასი დაახოლებით 45-50 მილიონია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !