TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალაფიორი სპალეტის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა

ლუჩიანო სპალეტის მომდევნო სეზონში იუვენტუსის რიგებში მეტი იტალიელის ხილვა სურს და მისი ერთ-ერთი სამიზნე არსენალის ფეხბურთელი რიკარდო კალაფიორი იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არსენალი კალაფიორის ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მოიაზრებს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში მისი გაყიდვა გამორიცხული არ იქნება.

კალაფიორის ფასი დაახლოებით 50 მილიონია, ამიტომ მისი გაფორმება რეალური მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში იქნება. ანდრეა კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში, კალაფიორი იუვენტუსის პრიორიტეტი გახდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !