კომოლი:“ იუვენტუსს ამბიციური სატრანსფერო ფანჯარა ექნება“
დამიენ კომოლიმ ზაფხულში იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
„იუვენტუსს ზაფხულში ამბიციური სატრანსფერო ფანჯრა ექნება იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ეს სეზონი. ჩვენ ამბიციურები ვართ, ვიცით, რომ იუვენტუსში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის სურვილია და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე დამოკიდებული არ არის.
„ახალი კონტრაქტები ? ამ თემაზე შესაძლოა გარკვეული სიახლე უახლოეს დღეებში გვქონდეს, მაგრამ ეს ვლაჰოვიჩის კონტრაქტი არ იქნება. დუშანთან სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
