სასუოლოს დირექტორი:“ მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ინტერთან და სხვა გუნდებთან ვაწარმოებთ“
სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალემ ტარიკ მუჰარემოვიჩის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს როგორც ინტერთან, ასევე სხვა რამდენიმე გუნდთან ვაწარმოებთ.“
ნიკოლო სკირას ცნობით, სასუოლო ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონს ითხოვს. მისი გაყიდვით მიღებული თანხის 50 პროცენტი იუვენტუსის ბალანსს შეავსებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
