იუვენტუსი კიდევ 5-6 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ 5-6 ტრანსფერს განახორციელებს.
წყაროს ცნობით, ჯუნტოლის სიტყვების მიუხედავად, რომ გუნდი 3 ტრანსფერის გაკეთებას გეგმავს, იუვენტუსი მომდევნო სეზონში ერთდროულად 5 ჩემპიონატზე ითამაშებს, ამიტომ გუნდს გრძელი სკამი სჭირდება.
პედულას ცნობით, ბიანკონერი 2 შემტევ ვინგერს, ასევე ნახევარმცველს, ცენტრალურ მცველსა და ფლანგის მცველს გაიფორმებს.