სპალეტი:“ ჩვენ დაშვებული შეცდომების განმეორების უფლება არ გვაქვს“
ლუჩიანო სპალეტის კომენტარი ატალანტასთან მატჩის შემდეგ.
„პირველ ნახევარში გაგვიჭირდა, რადგან მეტოქის ტემპსა და ინტენსიობას ვერ ვპასუხობდით, ბურთს ძალიან მარტივად ვკარგავდით და ელემენტარული გადაცემების დროს შეცდომებს ვუშვებდით. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, ჩვენ თამაშში უკეთ ჩავერთეთ, ვიყავით უფრო გუნდურები და გაბედულები.
„ილდისი ? ამ კვირაში მან არც თუ ისე კარგად ივარჯიშა, რადგან გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, როგორც ბრემერს, ტურამსა და კელის, თუმცა ფეხბურთელები თავიანთ ხასიათს სწორედ ასეთ დროს ავლენენ და გუნდის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ.
„3 ქულა მილანამდე ? თუ მილანზე წინ ყოფნა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ნიშნავს, მაშინ მე ამაზე ვფიქობ. ახლა ჩვენი პრიორიტეტი არა სეზონის რომელიმე გუნდზე წინ დასრულება, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.
„წინ კიდევ არაერთი ურთულესი მატჩი გველოდება. ბოლონია ფორმას იბრუნებს და ეს ძალიან დაძაბული დაპირისპირება იქნება. ჩვენ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთით ვართ, ასევე უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია, რადგან არის მომენტები, როდესაც გუნდი გარკვეული დროით ჩერდება. ჩვენ ამის გამო არაერთი ქულა დავკარგეთ და ახლა იმავე შეცდომის განმეორების უფლება არ გვაქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
