იუვენტუსი რეტეგის აგენტს შეხვდა
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა მატეო რეტეგის აგენტთან შეხვედრა გამართა.
იუვენტუსს გუნდში იტალიის ნაკრების უფრო მეტი წევრის ხილვა სურს და მათი ერთ-ერთი სამიზნე 26 წლის ფორვარდია, რომელსაც ზაფხულში არაბული ალ-ქადშიას დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება სურს.
იუვენტუსს რეტეგის გაფორმება, ვის აქტივშიც 18 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, დაახლოებით 35-40 მილიონად შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
