იუვენტუსი ბოგას გამოსასყიდ პუნქტს სეზონის ბოლოს გაააქტიურებს
იუვენტუსს სეზონის ბოლოს ჟერემი ბოგას გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვს.
კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის შენარჩუნება პირადად ლუჩიანო სპალეტის გადაწყვეტილებაა და ტურინული გრანდი მის გამოსყიდვას გეგმავს.
იუვენტუსი ნიცას 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4.8 მილიონ ევროს გადაუხდის. ის გუნდთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, მისი გასამრჯელო 2.4 მილიონი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
