TuttoJuve

Juve per sempre sarà

დი გრეგორიოს იუვენტუსში ადგილის შესანარჩუნებლად 2 თვე აქვს…

მატია პერინის ტრავმის ფონზე, მიკელე დი გრეგორიომ ჯენოასთან მატჩში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, თუმცა მისი მომავალი ტურინული გრანდის რიგებში საეჭვოა.

იტალიელი კარის დარაჯი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის, თუმცა პერინის ტრავმის ფონზე, მომდევნო მატჩებში გუნდის კარს სწორედ ის დაიცავს.

ნიკოლო სკირას ცნობით, დი გრეგორიოსთვის ეს იუვენტუსში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლო შანსია, რომლის განიავების შემთხვევაში მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !