მაკკენი:“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ“
უესტონ მაკკენიმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გაკეთა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენი მიზანი დარჩენილ მატჩებში გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, ამისთვის ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ.
„წლები იუვენტუსის რიგებში ? მე აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, იუვენტუსი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია, მე ტურინში გავიზარდე, შევიძინე შესანიშნავი მეგობრები, აქ ზალიან ბედნიერი ვარ.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი ყოველთვის ძალიან მოტივირებულია და გუნდის დახმარება სურს. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გვიხარია, რომ დუშანი მწყობრში დაბრუნდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
