TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომას პირველი ოფიციალური წინადადება იუვენტუსს…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომამ იუვენტუსს მატიას სულეს თაობაზე პირველი წინადადებით მიმართა.

წყაროს ცნობით, ჯალოროსი ტურინულ გრანდს არგენტინელი ფეხბურთელსი სანაცვლოდ 25 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს, რაც მოთხოვნილ 30 მილიონთან საკმაოდ ახლოს არის.

გამოცემის ინფორმაციით, სულეს პრიორიტეტი რომაში თამაშია. ის დანიელე დე როსის უკვე ესაუბრა და მიიღო გარანტიები, რომ გუნდის პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება.