TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რაბიოს ისტორია იუვენტუსში დასრულდა

მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, ადრიენ რაბიოსა და იუვენტუსის გზები დღეს ოფიციალურად გაიყოფა.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფრანგი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.

რაბიოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმების სურვილს რამდენიმე იტალიური, ესპანური და ინგლისური გუნდი იჩენს, თუმცა მას ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.