იუვე ალისონის, სილვასა და ლევანდოვსკის ტრიოს გაფორმებას გეგმავს
იუვენტუსი ზაფხულში გუნდში გამოცდილი და უმაღლესი დონის ფეხბურთელების მიყვანას გეგმავს და ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნით, ტურინული გრანდი ალისონი-სილვა-ლევანდოვსკის ტრიოზე მუშაობას გეგმავს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მათი გაფორმებისთვის იუვენტუსს სახელფასო ჭერის 20-25 მილიონით გამოთავისუფლება მოუწევს.
იუვენტუსი ამის გაკეთებას გუნდიდან ფილიპ კოსტიჩის, არკადიუშ მილიკის და სხვა სპალეტისთვის არამნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაშვებით, ასევე დუშან ვლაჰოვიჩის გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირებით გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
