კამბიაზოს ტრანსფერით მილანიც ინტერესდება
სეზონის ბოლოს ანდრეა კამბიაზოს გაფორმებას მილანიც ეცდება.
გასულ დღეებში იტალიელ ფეხბურთელს ბარსელონას უკავშირებდნენ და მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ბლაუგრანას კონკურენციას მილანი გაუწევს.
წყაროს ცნობით, როსონერის რიგებში კამბიაზოს ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს.
იუვენტუსი თავის მხრივ კამბიაზოს მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 60-65 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
