ტოტენჰემი ლოკატელის გაფორმებას ეცდება
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი ზაფხულში იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის გაფორმებას ეცდება.
Goal-ის ცნობით, ტოტენჰემის რიგებში იტალიელი ფეხბურთელის ხილვა ლონდონური გუნდის ახალ მწვრთნელს რობერტო დე ძერბის სურს.
დე ძერბი ლოკატელის სასუოლოში მუშაობის დროიდან იცნობს და მისი ხილვა ამჯერად ტოტენჰემში სურს. იუვენტუსი ლოკატელისთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს და მისი გაყიდვა გუნდის გეგმებში არ შედის, თუმცა ის ხელშეუხებელი არ არის და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, რაც მინიმუმ 60-65 მილიონია, საბოლოო გადაწყვეტილებას ლუჩიანო სპალეტი მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
