ნაპოლი მირეტის ტრანსფერზე მუშაობის განახლებას გეგმავს
ნაპოლი სეზონის ბოლოს იუვენტუსთან ფაბიო მირეტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.
ჯოვანი მანა იტალიელის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა და პარტენოპეი 22 წლის იტალიელის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
Tuttomercato-ს ცნობით, მირეტი ლუჩიანო სპალეტისთვის ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მოიაზრება და იუვენტუსი მისი 25 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
