დევიდს საფრანგეთში 2 მსურველი ჰყავს
ჯონათან დევიდის იუვენტუსიდან წასვლა სეზონის ბოლოს ფაქტობრივად გადაწყვეტილია და კანადელი ფორვარდის მსურველთა სია დღითი დღე იზრდება.
ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, რამდენიმე ინგლისურ გუნდთან ერთად, დევიდის მიმართ ინტერესს მარსელი და პსჟ იჩენენ.
იუვენტუსს დევიდის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ტურინელებმა ის კოლო მუანის ტრანსფერში გამოიყენონ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
