იუვენტუსის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე ოსტიგორია
იუვენტუსი ზაფხულში დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას გეგმავს და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა ამ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გაიფორმოს.
რომეო აგრესტის ინფორმაციით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ჯენოას უკანახაზელი ლეო ოსტიგორია.
ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი გენუელთა რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
იუვენტუსს ზაფხულში 26 წლის ნორვეგიელის გაფორმება 10-15 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
