TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ახალი კონტრაქტი და დელ პიეროს ნომერი ილდისს…

იუვენტუსი კენან ილდისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, შეთანხმების გაოფიციალურების შემდეგ კი თურქი ტალანტი ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისურის მფლობელი გახდება.

ილდისის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ბიანკონერი მას გუნდის პროექტის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრებს და ფეხბურთელის ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივება სურს, კენანის გასამრჯელო 400,000 ევროდან 1,2 მილიონამდე გაიზრდება.

ჯოვანი ალბაეზეს ცნობით, ახალი კონტრაქტის გაფორმებისთანავე ილდისი მისი ბავშვობის ერთ-ერთი კუმირის ალესანდრო დელ პიეროს ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს მიიღებს.