ტოტენჰემი კიეზას ტრანსფერზე გააქტიურდა
ტოტენჰემი ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს და იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
TEAMtalk-ის ინფორმაციით, ლონდონელები კიეზასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში კი მოთხოვნილი 25-30 მილიონის გადახდა არ გაუჭირდებათ.
ტოტენჰემს კიეზას ტრანსფერში კონკურენციას რომა და ნაპოლი უწევენ, თუმცა ინგლისელებს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვთ, ამიტომ ლონდონელები ფავორიტებად მოიაზრებიან.