ჩელსის ფორვარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად პოტენციური სამიზნეების ძიებას აგრძელებს.
ტურინული გრანდის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის რანდალ კოლო მუანია, მაგრამ პარალელურად იუვენტუსი ალტერნატიული ვარიანტების ძიებაშია.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე ჩელსის ფეხბურთელი ნიკოლას ჯეკსონია.
24 წლის სენეგალელი იჯარის წესით ბაიერნში თამაშობს, გერმანული გრანდი მის გამოსყიდვას არ აპირებს, ამიტომ ის სეზონის ბოლოს ჩელსიში დაბრუნდება.
წყაროს ინფორმაციით, ჯეკსონი არც ჩელსის გეგმებში შედის, ამიტომ ლონდონელები მისი კიდევ ერთი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
